თბილისში „ჯანსაღი ცხოვრების“წესისთვის მიძღვნილი მოთხრობების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
3 სექტემბერს თბილისში „საქართველოს მწვანე მთვარის საზოგადოების“ მიერ IX-XII კლასის მოსწავლეებს შორის ორგანიზებული „ჯანსაღი ცხოვრების“ მოთხრობის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და პირველ ათეულში შესული მოთხრობებისგან შემდგარი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ელჩები, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. გამომსვლელებმა გამარჯვებულებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„საქართველოს მწვანე მთვარის საზოგადოების“ თავმჯდომარემ აზერ მუსაოღლუმ პროექტის

შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დამსწრეებს და კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა გამოაცხადა.

კონკურსში პირველი ადგილი მუჰამედალი ალაჰიაროვმა და ნინო კენჭაძემ დაიკავეს, მეორე ადგილზე ანტიგა ჯაფაროვა და სონიკო ავკოპაშვილი გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი ლალა მამედოვასა და თინათინ მიგინეიშვილს მიენიჭათ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და დიპლომები გადასცეს. კიდევ 14 მონაწილე კი სასაჩუქრე ვაუჩერებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ „ჯანსაღი ცხოვრების“ მოთხრობის კონკურსში ქართულენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების 100-ზე მეტმა IX-XII კლასის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კონკურსზე წარმოდგენილი მოთხრობები უნდა ეხებოდეს თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების, აზარტული თამაშებისა და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებიდან ერთ ან რამდენიმე სახეობასთან ბრძოლას, ამ დამოკიდებულებების შედეგებსა და მათგან გათავისუფლების გზებს.
პროექტის ფარგლებში ორივე ენაზე პირველ ათეულში შესული მოთხრობებისგან შემდგარი წიგნი გამოიცა.

პროექტი უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების გენერალური დირექტორატისა (YTB) და მწვანე მთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები