მარნეულის საჯარო სკოლებს პირველკლასელებისათვის განკუთვნილი კომპიუტერები გადასცეს
მარნეულის სკოლებში ახალი 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

როგორც ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ რადიო “მარნეულს” უთხრა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი წლის დასაწყებად მზად არიან. მათ უკვე გადაეცათ პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისათვის დასარიგებელი კომპიუტერები.

“კომპიუტერები ყველა დარეგისტრირებულ მოსწავლისათვის გადაცემულია სკოლაზე წინასწარ. 15 სეტემბრისთვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოსწავლეებს გადაეცემათ. ამავე დროს კომპიუტერებია ჩემოსული პირვეკლასელთა დამრიგებლებისათვის. მათთვის,

ვისაც ბოლო 3 წლის განმავლობაში არ მიუღიათ” -
ამბობს ირმა დავაძე.

მარმნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს საგანმანათლებლო დაწესებულებები დაახლოებით 1500 პირველკლასელს მიიღებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები