ყველი, კარაქი , იოგურტი - მარნეულის ბაღებისთვის რძის ნაწარმს ყიდულობენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებისთვის რძის პროდუქტების შესყიდვაზე ტენდერი დაასრულა. 55 215 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ტენდერში მონაწილე ერთადერთ პრეტენდენტთან, შპს „ნუსა პლიუსთან“ ამჟამად მიმდინარეობს.

ტენდერის პირობების მიხედვით, ბაღები სამი დასახელების პროდუქტს მიიღებენ:

• ყველი 1 272 კგ: ქარხნული წარმოების, ნატურალური ძროხის რძისგან დამზადებული. უნდა იყოს ნასვრეტებიანი, ნაკლებმარილიანი (0.5-1%), 40%-იანი ცხიმიანობით, ვაკუუმ

შეფუთვაში. დაჭრისას არ უნდა იფშვნებოდეს და აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

• კარაქი– 1 172 კგ: დამზადებული ძროხის რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმების გარეშე. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 82%-ია. პროდუქტი დაიფასოება 0.2-1.0 კგ-იან შეფუთვებში წარწერით – „ნაღების კარაქი“. ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 30 დღე უნდა იყოს.

• იოგურტი 1 001 კგ: ქარხნული წარმოების, პასტერიზებული/ნორმალიზირებული რძისგან, ცხიმის 2.5-5%-იანი წილით. არ უნდა შეიცავდეს გლუტეინს, გმ-ორგანიზმებს, კონსერვანტებს და საღებავებს. დაფასოება არაუმეტეს 100-გრამიანი შეფუთვით.


მიწოდებული პროდუქციის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა (ყველისა და იოგურტის შემთხვევაში) საერთო ვადის 80-85%-ს უნდა შეადგენდეს. საქონელი სრულად უნდა პასუხობდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის სტანდარტებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები