მარნეულში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური უცვლელი რჩება
მარნეულში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური უცვლელი რჩება. როგორც მარნეულის მუნიციპალური კომპანიის “ავტოპარკის” ხელმძღვანელმა, გიგა ჯალაღონიამ განაცხადა, მიმდინარე ეტაპზე მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ტარიფის გაზრდა არ იგეგმება.

• ქალაქში გადაადგილება: მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა ისევ 30 თეთრი ღირს.
• მარნეული – წერეთელი – საიმერლო: მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება ძველებურად 40 თეთრი რჩება.


აღსანიშნავია, რომ მარნეულში მოქმედმა კერძო კომპანია

„ექსპრეს ტურისტმა“ საწვავის გაძვირების მიზეზით ტარიფები უკვე ასწია. მაგალითად, ამავე კომპანიის მიერ მომსახურე N1 და N2 მარშრუტებზე ფასები შემდეგნაირად შეიცვალა:

• მარნეული – წერეთელი – საიმერლო: 70 თეთრიდან 90 თეთრამდე გაიზარდა.
• მარნეული – ჯანდარი: 70 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი გახდა.

N1და N2 საჯარო ტრანსპორტი მარნეუილში 2022 წლის მარტის თვეშიც გაძვირდა და ის 50 თეთრიდან 70 გახდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები