მარნეულის ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რადიო "მარნეულს" ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ  11 ბაღი ფუნქციონირებს. 

მზადების პროცესის ფარგლებში, გაერთიანებამ უკვე გამოაცხადა რამდენიმე ტენდერი საკვები პროდუქტების შესასყიდად.

გამოცხადებული შესყიდვები მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა:
  • ბურღულეული
  • ხილი
  • ხორცი
  • თევზი და სხვა საჭირო სურსათი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები