მარნეული-თბილისის გზის კუმისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა.
ავარია 10 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. შემთხვევის
შედეგად მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ,
მოტოციკლის მძღოლი კი დაშავდა.
შემთხვევის თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადის
მობილიზება მოხდა.
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროში „მარნეულის“ რადიოს
განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესების დარღვევას ითვალისწინებს.