მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე გიორგი
ჯამდელიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სამოქალაქო
აქტივისტისა და ბლოგერის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ აღძრულ
ადმინისტრაციულ საქმეს. ეპისკოპოსმა მკვეთრად გააკრიტიკა რუსი
პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადება მეფე ერეკლე II-ის
შესახებ და აღნიშნა, რომ ქართველ მეფეს რუსეთის წინაშე მუხლი არასდროს
მოუხრია. მეუფე გიორგიმ ასპინძის ბრძოლა და გენერალ ტოტლებენის
ღალატიც გაიხსენა და დასძინა, რომ საქ
ართველოში ადამიანი არ უნდა
ისჯებოდეს წინაპრების შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემის გამო.
"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია
მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის და მათ შორის
რუსეთის წინაშე.
ის ისტორიული ფაქტი კი დანამდვილებით ვიცით,თუ როგორ უღალატა
რუსეთიდან საქართველოში “დასახმარებლად” გამოგზავნილმა გენერალმა
ტოტლებენმა ქართველებს ასპინძის ბრძოლაში და დახმარების ნაცვლად
დედაქალაქის დაკავება განიზრახა.ამისათვის,სულმნათმა მეფე ერეკლემ
კუდით ქვა ასროლინა!
P.S. საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების
შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!"- წეს მეუფე
ჯამდელიანი პოსტის სახით სოციალურ ქსელში.
შსს ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს წვრილმან ხულიგნობას
ედავება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით (წვრილმანი
ხულიგნობა) ედავება, რაც 500-დან 3 000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე
პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდარღვევის ოქმი შსს-ს სიძულვილის
ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორმა ფეისბუკის
„სისტემური მონიტორინგის“ შედეგად შეადგინა. უწყების პრეტენზია ეხება
რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს ქვეშ დატოვებულ
შეურაცხმყოფელ კომენტარს.
დავის მიზეზი: რუსი პროპაგანდისტების მისამართით გაკეთებული
კომენტარი
საქმის მასალების თანახმად, დავა უკავშირდება თორნიკე რაზმაძის მიერ
რუსი პროპაგანდისტების — მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ
სოლოვიოვის მისამართით გაკეთებულ ჩანაწერს. ბლოგერმა ივნისში
გამოქვეყნებულ ვიდეოში სიმონიანის მიერ ერეკლე II-ზე გაკეთებული
შეურაცხმყოფელი განცხადება ირაკლი კობახიძის შეფასებებს შეადარა და
აღნიშნა, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ნებისმიერი თანამშრომლობა მტრობაა.
თავად რაზმაძე აცხადებს, რომ სამინისტრო მას სწორედ კრემლის
პროპაგანდისტების გინების გამო სჯის.
ახალი სამმართველო და გაძლიერებული კონტროლი სოციალურ
ქსელებში
შსს-ში „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ 2026 წლის 1
ივნისიდან ამოქმედდა, რომლის მთავარი დავალებაც საჯარო სივრცეში
გავრცელებული განცხადებების მონიტორინგია. სამოქალაქო სექტორი ახალ
სტრუქტურას „სქროლვა-სქრინვის სააგენტოდ“ მოიხსენიებს და აკრიტიკებს.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები
და მსგავსი პრაქტიკა ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას
პირდაპირ ზღუდავს.