მარნეულში შადრევანზე არსებული საათი ისევ შესაკეთებელია
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევნის საათის აღდგენას გეგმავს. მუნიციპალიტეტი საათის ელექტრონული და მექანიკური ნაწილების აღდგენა-შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევას ატარებს.

საათის მექანიზმი, რომელიც წლების განმავლობაში არაერთხელ გაფუჭდა, მისი შეკეთება მუნიციპალიტეტს ბოლოს, 1 650ლარი დაუჯდა. მიმდინარე ბაზრის  შესწავლის ფარგლებში უნდა გაირკვეს,

რა ჯდება მოწყობილობის სრული რეაბილიტაცია.

წინადადებების მიღება 2026 წლის 11 სექტემბერს, 00:00 საათზე იწყება და 14 სექტემბრის 14:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო თავად სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები