მარნეულის მერიამ 2026 წლის სასწავლო წლისთვის სოციალურად შეჭირვებული
მრავალშვილიანი, სსსმ და შშმ მოსწავლეების დასახმარებლად
გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვა დაასრულა.
8 389-ლარიანი ბიუჯეტის მქონე ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა
კომპანია „შპს კომპანია GEOSM“-მა მიიღო, რომელმაც ნივთების მიწოდება
მერიას 8 133 ლარად შესთავაზა.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდული სასკოლო ნივთები
ძირითადად ჩინური წარმოებისაა. 13 დასახელების პროდუქტიდან 8 სწორედ
ჩინეთშია წარმოებული.
ერთ-ერთი სასკოლო
ზურგჩანთაა, რომლის ღირებულებაც ტენდერში 12.99
ლარითაა განსაზღვრული.
კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მსგავსი
დაბალბიუჯეტიანი ჩანთები საიტზე არ იძებნება, ხოლო არსებული სასკოლო
ჩანთები ძირითადად 100 ლარის ფარგლებშია.
შპს „კომპანია GEOSM“-ის მიერ წარმოდგენილი ნივთების სრული
ჩამონათვალი, რაოდენობა, ფასები და წარმოება:
• სასკოლო ზურგჩანთა 300 ცალი, ერთეულის ფასი: 12.99 ლარი (სულ:
3,897.00 ლარი) | წარმოშობა: ჩინეთი (მწარმოებელი: DELI GROUP
CO.LTD).
• ცალხაზიანი რვეული (48 ფურცლიანი) 900 ცალი, ერთეულის ფასი: 0.60
ლარი (სულ: 540.00 ლარი) | წარმოშობა: საქართველო (მწარმოებელი: შპს
იბერია 2005).
• უჯრიანი რვეული (48 ფურცლიანი) 900 ცალი, ერთეულის ფასი: 0.60 ლარი
(სულ: 540.00 ლარი) | წარმოშობა: საქართველო (მწარმოებელი: შპს იბერია
2005).
• ფერადი ფანქრები (24 ფერი) 300 შეკვრა, ერთეულის ფასი: 2.89 ლარი
(სულ: 867.00 ლარი) | წარმოშობა: ჩინეთი (მწარმოებელი: DELI GROUP
CO., LTD).
• ფერადი სახატავი ფურცელი (12 ფერი) 300 შეკვრა, ერთეულის ფასი: 2.48
ლარი (სულ: 744.00 ლარი) | წარმოშობა: საფრანგეთი (მწარმოებელი:
PAPETERIES DE CLAIREFONTAINE SAS).
• გამჭვირვალე სახაზავი (20 სმ) 300 ცალი, ერთეულის ფასი: 0.37 ლარი
(სულ: 111.00 ლარი) | წარმოშობა: ჩინეთი (მწარმოებელი: DELI GROUP
CO., LTD).
• საშლელი (სირბილე 4B) 300 ცალი, ერთეულის ფასი: 0.36 ლარი (სულ:
108.00 ლარი) | წარმოშობა: ჩინეთი (მწარმოებელი: DELI GROUP CO.,
LTD).
• სათლელი (ცინკი-ალუმინის შენაერთის კორპუსით) 300 ცალი, ერთეულის
ფასი: 1.55 ლარი (სულ: 465.00 ლარი) | წარმოშობა: ჩინეთი
(მწარმოებელი: DELI GROUP CO., LTD).
• სასკოლო პენალი (ნაჭრის) — 300 ცალი, ერთეულის ფასი: 0.56 ლარი
(სულ: 168.00 ლარი) | წარმოშობა: ჩინეთი (მწარმოებელი: DELI GROUP
CO., LTD).
• ფანქარი (საშლელის გარეშე, სირბილე 4B) — 300 ცალი, ერთეულის ფასი:
0.44 ლარი (სულ: 132.00 ლარი) | წარმოშობა: გერმანია (მწარმოებელი:
STANGER PRODUKTIONS-UND VERTRIEBS-GMBH & CO.KG).
• ბურთულიანი კალამი (ლურჯი, 1.0 მმ) — 300 ცალი, ერთეულის ფასი: 0.13
ლარი (სულ: 39.00 ლარი) | წარმოშობა: ჩინეთი (მწარმოებელი: DELI GROUP
CO., LTD).
• ნაირფუნქციური კალამი (5 ფერი) — 300 ცალი, ერთეულის ფასი: 1.17
ლარი (სულ: 351.00 ლარი) | წარმოშობა: ჩინეთი (მწარმოებელი: NINGBO
BAILE STATIONERY MANUFACTURE CO., LTD).
• მაკრატელი — 300 ცალი, ერთეულის ფასი: 0.57 ლარი (სულ: 171.00 ლარი)
| წარმოშობა: ჩინეთი (მწარმოებელი: HELIO STATIONERY GROUP).
მუნიციპალიტეტის თავდაპირველი გათვლით, ჯამური ბიუჯეტიდან
გამომდინარე, თითო ბავშვზე 27.96 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო კომპანია
„GEOSM“-ის საბოლოო შეთავაზებული 8,133-ლარიანი ჯამური ღირებულებით
თითო ბავშვის სასკოლო პაკეტის ღირებულებამ 27.11 ლარი შეადგინა.
სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის სკოლებში 15 სექტემბერს
დაიწყება.