ბოლნისის ინფრასტრუქტურულ პროექტებს საზედამხედველო მომსახურებას შპს „ოპტიმალ გრუპ +“ გაუწევს
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 2026-2027 წლებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი დაასრულა და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.

სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვება შპს „ოპტიმალ გრუპ +“-მა მოიპოვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 420 000 ლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოო კონტრაქტი 406 980 ლარზე გაფორმდა .

ხელშეკრულება ძალაშია 2029 წლის 31 იანვრამდე.

გამარჯვებული კომპანია საზედამხედველო მომსახურებას გაუწევს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 50 000 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და მათ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.

დოკუმენტაციაში ვკითხულობთ რომ,  ზედამხედველობა განხორციელდება გზების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების, ხიდების, შენობების, სკვერების, სპორტული მოედნების, ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტებზე.

დაფინანსების წყარო: 100%-ით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები