საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით
დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანასთან დაკავშირებული წესის დარღვევის
ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად
გამოვლინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ საბაჟო-გამშვები
პუნქტი „სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მის მიერ
მართული მსუბუქი ავტომობილის საბარგულში განთავსებულ
ბუნებრივი აირის
ავზში მოწყობილი სპეციალური სამალავის გამოყენებით, საქართველოს
საბაჟო საზღვარზე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები
გადმოიტანა.
მედიკამენტების საბაჟო ღირებულებამ 44 892 ლარი შეადგინა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე
მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.