ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან
კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო
მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე
გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული
სამედიცინო მედიკამენტების გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს.
დადგინდა, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ კონტროლის
ზონაში, საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით, ექსპორტის
პროცედურით შაქრით დატვირთული 3 სატვირთო ავტომობილი
გადაადგილდებოდა.
უფლებამოსილი პირების
მიერ რისკის შეფასებისა და ანალიზის შედეგად,
სატვირთო ავტომობილები გააჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილის დეტალური
დათვალიერებისას გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი — 100 000
კოლოფი სიგარეტი „MILANO“ და 1 114 ცალი სხვადასხვა დასახელების
სამედიცინო მედიკამენტი.
დეკლარირებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ
575 000 ლარი შეადგინა, ხოლო მედიკამენტების ღირებულებამ 485 ათას
ლარს გადააჭარბა.
ჯამში, გამოვლენილი არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულება 1
060 000 ლარზე მეტია.
საქმეზე გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
აწარმოებს.