მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტული ფეხსაცმლის,
ფეხბურთის ბუცების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
შესყიდვის დეტალური აღწერილობის მიხედვით, მუნიციპალიტეტს ჯამში 20
წყვილი სხვადასხვა ზომის ბუცის შეძენა სურს.
მოთხოვნილი ზომების განაწილება ასეთია:
39 ზომა - 1 ცალი
42 ზომა - 9 ცალი
43 ზომა - 7 ცალი
44 ზომა - 2 ცალი
46 ზომა - 1 ცალი
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბუცების დიზაინი და ფერი შემსყიდველთან
უნდა იყოს შეთანხმებული. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა საქონელი
საკუთარი სახსრებით უნდა მიაწოდოს მერიას მისამართზე: ქ. მარნეული,
რუსთაველის ქ. N73.
პოტენციურ მიმწოდებლებს წინადადებების წარდგენა 2026 წლის 2 ოქტომბრის
00:00 საათიდან შეუძლიათ. განაცხადების მიღება 5 ოქტომბრის
13:00
საათზე დასრულდება.