მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ წერაქვში დაგეგმილი სა
ღონისძიების „ჯავახიშვილობა 2026“-ის (2026 წლის ნოემბერი) გასამართად
ბაზრის კვლევას აცხადებს.
ბაზრის კვლევისა და წარმოდგენილი ფასების ცხრილის მიხედვით,
შესყიდვების ჩამონათვალი მოიცავს როგორც XX საუკუნის დასაწყისის დროის
შესაბამის კოსტიუმებსა და რეკვიზიტებს, ისე სცენისა და
ინფრასტრუქტურულ ტექნიკურ უზრუნველყოფას.კონკრეტულად, მერია გეგმავს
შემდეგი სახის პროდუქტებისა და სერვისების შეძენა-დაქირავებას:
• მსახიობთა კოსტიუმები და ისტორიული სამოსი: მიხეილ ჯავახიშვილისა და
ლავრენტი ბერიას სტილის სამოსი, სამხედრო ფორმები, გოლიფე შარვლები,
ჩექმები, პენსნე, აგრეთვე სახალხო კომისრის, XX საუკუნის დასაწყისის
ქალისა და მამაკაცის კოსტიუმები, ქართული ჩოხები და ტრადიციული
კაბები.
• ვინტაჟური რეკვიზიტები და ინტერიერის ელემენტები: ძველებური შუშის
ლამპები, სეიფის ყუთები, ვინტაჟური საფერფლეები, ტრიბუნები, ხის
სკამები, ჩაის სერვიზები, რუსული სამოვარი, პატეფონისა და ძველი
ფოტოაპარატების სადგამები, საბეჭდი მანქანები და ტელეფონები.
• ინფრასტრუქტურა და ტერიტორიის გაფორმება: ვინტაჟური ქუჩის ფანრები
ხეებზე დასამონტაჟებლად, მყარი ტენტები, „ლიტერატურული სალონი“ 3D
ეფექტიანი ბანერებითა და მოაჯირებით, სცენის გადახურვა (12X10 მ),
გახმოვანების აპარატურა, ასევე
მიხეილ ჯავახიშვილის ავტოგრაფიანი
განათებული სასურათე ჩარჩო და სცენის ზურგის ბანერი.
• ტრანსპორტი და ლოჯისტიკა: მიკროავტობუსები მოსწავლეებისა და
მოწვეული სტუმრებისთვის მარნეული-წერაქვი-მარნეულის და
თბილისი-წერაქვი-თბილისის მიმართულებით, ასევე 40-50-იანი წლების
საბჭოთა წარმოების ავტომობილი („პობედა“, „მოსკვიჩი“ ან „M1“)
მძღოლით.
• დამატებითი სერვისები: 50 პერსონაზე გათვლილი ალაფურშეტი (რომლის
ღირებულებაც, პირობების თანახმად, 2000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს) და
ღონისძიების მონაწილეებისთვის საჭირო სხვა დეკორატიული
ელემენტები.
მერიის მოთხოვნით, ღონისძიების სივრცის ვიზუალური მონტაჟი და სრული
გაფორმება ღონისძიების ჩატარების დღეს, დილის 11:00 საათამდე უნდა
დასრულდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საკუთარი წინადადებებისა და
ფასების წარდგენა დოკუმენტაციაში 7-10 ოქტომბრის პერიოდში
შეეძლება.