მარნეულელი სალომე ხარშილაძე საქართველოს თასის ვერცხლის მედალოსანია
21-24 სექტემბერს ბათუმში, ანგისის მშვილდოსნობის სასროლეთზე, მშვილდოსნობაში საქართველოს თასის III ეტაპი გაიმართა დიდებს შორის.

ტურნირში კლასიკური მშვილდის კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული

სკოლის მშვილდოსანმა სალომე ხარშილაძემ და ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტსმენის პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანია.

შეჯიბრება საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის მშვილდოსნობის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები