გამოვლინდა კომპანია, რომელმაც მარნეულში 3 ქუჩა უნდა გაარემონტოს
მარნეულში სამი ქუჩის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.
9 აპრილის, ჯანდარისა და 9 ძმის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს „ნიუ გრუპმა“.

მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში ერთადერთი მონაწილე კომპანიამ სამუშაოების განხორციელება 1 577 777 ლარად შესთავაზა. ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნული სამი ქუჩის რეაბილიტაციას თავდაპირველად 1 639 909 ლარად გეგმავდა, თუმცა ტენდერები პრეტენდენტის არარსებობის გამო იშლებოდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის მიზანია საპროექტო უბანში მცხოვრები მოსახლეობის დაკავშირება მაგისტრალურ გზასთან და ქვეყნის სხვა რეგიონებთან.

“საქართველოს რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არსებული გზების აღდგენა-რეაბილიტაციას და მათ გამართულ, შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ამ საავტომობილო გზის მეშვეობით ხორციელდება საპროექტო უბანში მცხოვრები მოსახლეობის დაკავშირება მაგისტრალურ გზასთან და შესაბამისად ქვეყნის რეგიონებთან. საპროექტო გზის რეაბილიტაცია - ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება და საგზაო სამოსის მოწყობა, მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზების თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას და შესაბამისად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას” - წერია

სატენდერო დოკუმენტაციაში.

კომპანია ვალდებულია მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეში ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები