შსს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა რამდენჯერმე განახორციელა. ასევე, ფარულად ჩაიწერა

აღნიშნული შესყიდვების აუდიო-ვიდეომასალა.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით მიღებული ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები