2026 წლის 10-11 ოქტომბერს ქალაქ ბოლნისში ძიუდოში XVIII საერთაშორისო
ტურნირი გაიმართა,
რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის ხსოვნას
მიეძღვნა.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული
სკოლის ძიუდოისტებმა და ჯამში 8 მედალი მოიპოვეს — 3 ოქროს, 1
ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი.
პირველი ადგილი დაიკავეს:
- - 55 კგ წონით კატეგორიაში — ლაზარე კუპატაძემ. მისი
პირადი მწვრთნელია სანდრო იაკობაშვილი;
- - +66 კგ წონით კატეგორიაში — საბა მუმლაძემ. მისი პირადი
მწვრთნელია სანდრო იაკობაშვილი;
- - 50 კგ წონით კატეგორიაში — საბა გერლიანმა. მისი პირადი
მწვრთნელია დემური ჟრჟოლიანი.
მეორე ადგილი 38 კგ წონით კატეგორიაში უშბა ფანგანმა დაიკავა. მისი
პირადი მწვრთნელია დავით ხერგიანი.
მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ:
- - 50 კგ წონით კატეგორიაში — დავით გოგატიშვილი. მისი
პირადი მწვრთნელია ზაზა ჟორჟოლიანი;
- - +66 კგ წონით კატეგორიაში — ამირან სამხარაძე. მისი
პირადი მწვრთნელია ზურაბ ბეჟანიშვილი;
- - 42 კგ წონით კატეგორიაში — დემეტრე ბაბლუანი. მისი
პირადი მწვრთნელია სანდრო იაკობაშვილი;
- - 38 კგ წონით კატეგორიაში — სანდრო შუბითიძე. მისი
პირადი მწვრთნელია ზურაბ ბეჟანიშვილი.