მარნეულსა და ქვემო ქართლში უფასო მასშტაბური სკრინინგ-აქციები ჩატარდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მარნეულსა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში მასშტაბური უფასო სკრინინგ-აქციები იგეგმება.

მარნეულის მოსახლეობას უფასო გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა 28 ოქტომბერს, რუსთაველის ქუჩა №112-ში ექნება.

აქციის ფარგლებში ადგილობრივ მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, სრულიად უფასოდ ჩაიტარონ შემდეგი სკრინინგული კვლევები:
  • ძუძუს კიბოს სკრინინგი;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
  • პროსტატის კიბოს სკრინინგი;
  • არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი;
  • B და C ჰეპატიტების, ასევე აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგი.
გამოკვლევების ჩატარების სრული განრიგი და მისამართები ქვემო ქართლის რეგიონში:
  • მარნეული: 28 ოქტომბერი — რუსთაველის ქ. №112;
  • თეთრიწყარო:16 ოქტომბერი — თამარ მეფის ქ. №34;
  • დმანისი: 26 ოქტომბერი — წმ. ნინოს ქ. №42;
  • ბოლნისი: 27 ოქტომბერი — სააკაძის ქ. №1;
  • რუსთავი: 28 ოქტომბერი — ფიროსმანის ქ. №17;
  • გარდაბანი: 29 ოქტომბერი — აღმაშენებლის ქ. №73.
გამოკვლევები ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.

სპეციალისტების განმარტებით, სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე: 116001.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები