მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 12 სოფელში გარე განათების ქსელის
მოწყობის მიზნით ბაზრის შესწავლა დაიწყო.
სამუშაოები 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში
იგეგმება.
ამ ეტაპზე მიმდინარე პროცედურის მთავარი მიზანი მოსალოდნელი
სამუშაოების რეალური საბაზრო ღირებულების დადგენა და საფასო
წინადადებების შეგროვებაა. ბაზრის მოკვლევის ეტაპის დასრულებისთანავე,
მუნიციპალიტეტი შესყიდვაზე ოფიციალურ ელექტრონულ ტენდერს
გამოაცხადებს.
პროექტის ფარგლებში გარე განათების სისტემები შემდეგ დასახლებებში
მოეწყობა:
• ალგეთი
• აზიზქენდი
• ყიზილაჯლო
• ქუთლიარი
• დიდი მუღანლო
• ლეჟბადინი
• პირველი ქესალო
• კაჩაგანი
• სადახლო
• მოლაოღლი
• ოფრეთი
• თამარისი
ბაზრის კვლევაშიმონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 3-9 ნოემბრის
პერიოდში შეეძლებათ.