მარნეულის მუნიციპალიტეტი საიტის გამართვას უახლოეს პერიოდში გეგმავს
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტის მონიტორინგის შედეგი, რომლის მიხედვითაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის უმეტესი ნაწილი არ ქვეყნდება.

მაგალითისათვის რომ ავიღოთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია საკრებულოს წევრთა და თანამდებობის პირთა შესახებ, მაგრმ საიტზე აღნიშნული სახის ინფორმაცია არ იძებნება.

საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ საიტზე ინფორმაციის არარსებობის ერთ-ერთი მიზეზი ვებ-გვერდის განახლების პროცესია.

„ჩვენ არ გვყავდა პიარის სამსახური, ეხლა კი უკვე გვყავს. გაკეთებული გვაქვს მთლიანი ბაზა და დაახლოებით კვირის ბოლომდე იქნება აბსოლიტურად ყველაფერი ატვირთული.“
- ნინო ბერიძე

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი ჯერ კიდევ არააქვს მიღებული, რომლის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მუნიციპალიტეტებს 5 წლის წინ უნდა მიეღოთ. საკრებულოს აპარატის უფროსმა დაგვიდასტურა, რომ ასეთი სახის ნორმატიული აქტი მუნიციპალიტეტში მართლაც არაა, მაგრმა ისინი მის მიღებაზე მუშაობენ.
საიტზე ასევე არ იძებნება ინფორმაცია მერიის ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალის, კონკურსის შედეგების, კონკურსის გასაჩივრების წესისა და პრცედურების შესახებ. მოქალაქე საიტის დახმარებით ასევე ვერ შეიტყობს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმის, რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯების, მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ნუსხის შესახებ და ა.შ.

მარნეულის მერიის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ დაგვიდასტურა, რომ მუნიციპალიტეტის საიტზე გარკვეული საჯარო ინფორმაციები განთავსებული არაა.

„გარკვეული საჯარო ინფორმაციები ნამდვილად არ გვიდევს საიტზე, თუმცაღა აღნიშულ საკითხზე ვმუშაობთ, გვაქვს სპეციალური სახელმძღვანელო რომელიც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გადმოგვცა და ეტაპობრივად მიმდინარეობს ინფორმაციების განახლება. შეიცვალა დასახელებაც, ვიყავით გამგეობა და გავხდით მერია, შესაბამისად ყველა ის აქტი და ინფორმაცია რომელიც უნდა ავტვირთოთ იყო განსაახლებელი და პირველ ეტაპზე მოვახდინეთ ამის ჩასწორება. ეხლა კი ნელ-ნელა ვმუშაობთ ამ საკითხზე.“
- მარიამ ხაჩიძე

მერიის პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა ასევე გვითხრა, რომ როგორც კი ინფორმაციის ბაზა მათ ხელთ იქნება, ეტაპობრივად ან სრულიად ატვირთავენ საიტზე.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის განახლება ორ წელზე მეტია მიმდინარეობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები