15 ივნისს გამართული რამაზანის დღესასწაულის შემდეგ სოციალური ქსელში,
ფეისბუქზე განხილვები დაიწყო იმის შესახებ ატარებს თუ არა მარნეულის
მუნიციპალიტეტის კუტურის ცენტრის სკვერი ნარიმან ნარიმანოვის სახელს.
ვიდრე დღესასწაული გაიმართებოდა მარნეულის მაცხოვრებელმა მერიას
განცხადებით მიმართა, სადაც წერს ,რომ რამაზანის დღესაწაულს ნარიმან
ნარიმანოვის სახელობის კულტურის სახლთან არსებულ სკვერში
მართავენ და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის სამართალდამცავების
გამოყოფას ითხოვს, თუმცა მერიამ წერილი არ დააკმაყოფილა,
გამომდინარე
იქედან, რომ მარნეულში მსგავსი ადგილი არ არსებობს.
მერიის პასუხიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კულტურის
ცენტრის შენობას სახელი შეცვლილი აქვს. რადიო „მარნეული“
დაინტერესდა თუ რას ფიქრობს ხალხი ამავე საკითხზე და ქუჩის გამოკითხვა
ჩავატარეთ, სადაც უმრავლესობას აღნიშნული ადგილი სწორედაც რომ
ნარიმანოვის სახელით ახსოვს
შენობის სახელის სავარაუდო შეცვლას, როგორც აღვნიშნეთ არაერთი
ადამიანი გამოეხმაურა, მათშორისაა მარნეულელი ფუად გახრამანოვი,
რომელმაც მარნეულის მერიას წერილიც მისწერა და ცდილობს მიიღოს
ინფორმაცია ინფორმაცია თუ ვინ არის იდეის ინიციატორორი და რატომ გახდა
საჭირო სახელის ცვლილება. ფუადი ახლა საპასუხო წერილის მოლოდინშია,
რომელიც წესით 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს.
რადიო „მარნეულის“ არსებული დოკუმენტაციიდან ირკევა, რომ 2003 წლის 8
მაისის N 2-6 გადაწყვეტილების თანახმად ქალაქის კულტურის ცენტრს
მიენიჭა ნარიმან ნარიმანოვის სახელი, ხოლო გადარქმეულია თუ არა სახელი
ოფიციალურად ამას მარნეულის მერიიდან მერიიდან გამოთხოვილი
ინფორმაციის შემდეგ გავარკვევთ.
XX
რადიო "მარნეული"