სიახლე
რაიან სმიტის მშობლების წარილი მარნეულელებს
12 ივლისს მარნეულში რაიან, ლორა და კაილებ სმიტების სამოქალაქო სამძიმარი გაიმართა.

რაიანისა და ლორას მეგობრებმა სმიტების ოჯახი გაიხსენეს. სმიტების ოჯახის ახლო მეგობარმა, მაიკმა, ლორას, კაილებისა და რაიანის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მათ უყვარდათ მარნეული, არა ბუნების და ჰაერის, არამედ აქ მცხოვრები ხალხის გამო.

მაიკმა სამოქალაქო სამძიმარზე შეკრებილებს რაიანის მშობლების წერილი წაუკითხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მარნეული რაიანის, ლორას და კაილების ნამდვილი სახლი იყო. ამ ზამთარს რაიანმა, ლორამ და კაილებმა სამი თვე ამერიკაში, მეგობრებთან ერთად გაატარეს, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ მარნეულში აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებთან დაბრუნებულიყვნენ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი ააშენეს და უნდოდათ, რომ კაილები, როგორც აზერბაიჯენლი მარნეულში, ისე აღეზარდათ.
ჩვენც, თქვენსავით რაიანის, ლორასა და კაილების დაკარგვის გამო ვწუხვართ. ჩვენ მოგვენატრება მათი სიყვარული. ყველა იცნობდეთ იესოს, როგორც რაიანი,ლორა და კალები იცნობდა. ახლა ისინი  სამოთხეში ალბათ იესოს შეხვდნენ. მე და ბაირონი მომდევნო თვეს, მარნეულში, თქვენთან შეხვედრას ვიმედოვნებთ. ყველას ოჯახს სიყვარულს ვუსურვებთ. - 
რაიანის ამაყი მშობლები და საყვარელი კაილების ბებია-ბაბუა ლინი და ბაირონი.”


12 ივლისს სამოქალაქო სამძიმარი რაიანის და ლორას საცხოვრებელი სახლის წინ დაიწყო. მოგვიანებით მარნეულელებმა, სმიტების ოჯახის მეგობრაბმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა იმ ადგილას, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაინაცვლეს, სადაც სმიტებს მარნეულის პირველი საბავშვო პარკის მოწყობა სურდათ.

რადიო "მარნეული"

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები