კულტურის ცენტრისათვის ნარიმანოვის სახელის დასარქმევად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
დღეს, 13 ივლისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ნარიმან ნარიმანოვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აზერ მამედოვმა განაცხადა, რომ ქუჩის, სკოლის, კულტურის ცენტირს სახელის შეცვლა ეთნიკურად აზერბაიჯანლებს ძალიან აწუხებთ და ეს დისკრიმინაციად მიიღება.

„როგორც იცით, ჩვენ აქ მცხოვრები აზერბაიჯანლები ყველაზე დიდი ეთნიკურ ჯგუფს წაროვადგენთ. ჩვენ აქ საიდანღაც მოსულები არ ვართ. ჩვენ სულ აქ ვცხოვრობდით, რის გამოც ჩვენი ღიებულებები დაცული უნდა იყოს. ჩვენს კუთხეში ქართველი მწერლების სახელობის ბევრი ქუჩაა და ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ აზერბაიჯანელი მწერლების სახელობის ქუჩაც გვინდა რომ იყოს.“ - აზერ მამედოვი

მარნეულელმა ფუად გახრამანოვმა კულტურის სახლისათვის სახელის შეცვლის მიზეზის გასარკვევად მარნეულის მერიას განცხადებით მიმართა. მას მერიისაგან კუტურის ცენტრის სახელის შეცვლის ინციატორების ვინაობის და სახელის შეცვლის დროის გაგება სურდა. ფუადმა მარნეულის საკრებულოსაგან პასუხი მიიღო, სადაც ეწერა, რომ საკრებულოში მარნეულის კულტურის სახლის შესახებ არანაირი დისკუსია არ ჩატარებულა და შენობისათვის სახელის შეცვალზეც არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

„მერიიდან ასეთი პასუხი მომივიდა და მერე საჯარო რესსტრს მივმართე. მაინტერესებდა თუ რომელ წელს დარეგისტრირდა ნარიმან ნარიმანოვის სახელობის კულტურის სახლი. 2007 წლიდან 2018 წამდე იმ შენობას კულტურის ცენტრი ჰქვია. მაგრამ, მანამდე 2003 ან სხვა წლებში რა ერქვა და ვის სახელზე იყო ეს უცნობია. ახლა უკვე არქივიდან ველოდები პასუხს, 4 დღეში უნდა მომივიდეს.“ - ფუად გახრამანოვი

რადიო „მარნეულის“ არქივის საბუთებიდან ჩანს, რომ 2003 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში კულტურს სახლისათვის ნრიმანოვის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით განხილვა იყო, რაზეც დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. თანხები ბიუჟეტიდანაც გამოიყო და შენობის წინ დაფაც განახლდა, რის შესახებაც 2002-2006 წლებში მრნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ისრაფილ ბაირამოვი საუბრობს.

„საკრებულოს 9 წევრმა 2003 წელის 8 მაისს ვიმსჯელეთ და გადაწყვედილება მივიღეთ, რომ კულტურის სახლი ნარიმან ნარიმანოვის სახელს ატარებდეს. მერე დაფაც გავამზადეთ, ხარჯები გამოიყო ამისთვის. რამდენჯერმე დაფა გააფუჭეს და თავიდან გავაკეთებინეთ.“ - ისრაფილ ბაირამოვი

შეხვედრაზე კულტურის ცენტრის შენობისათვის ნარიმან ნარიმანოვის სახელის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები