მატარებელი, რომელმაც მარნეულში 30
წლამდე კაცი გაიტანა, თბილისიდან ერევნის მიმართულებით
მიემგზავრებოდა.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, თბილისი-ერევანის
მიმართულებით მოძრავი მატარებლის პერსონალი სომხეთის რკინიგზის
წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. მატარებლის მემანქანე
დაკითხვაზეა გადაყვანილი.
გუშინ, 15 ოქტომბერს მარნეული-შულავერის გადასარბენზე მატარებელმა 30
წლამდე კაცი გაიტანა. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ ნასვამ
მდგომარეობაში იყო. ის ლიანდაგზე თავჩაღუნული იჯდა და მატარებლის
გამაფრთხილებელი სიგნალების მიუხედავად რელსებიდან არ გადასულა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსერტიზის
რუსთავის განყოფილებაში გადაასვენეს.
როგორც შსს-ში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლითაა
დაწყებული, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას გულისხმობს.
რადიო "მარნეული"