მარნეულში რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია
ხვალ, 3 ნოემბერს მარნეულში „ევროპის
დღეები“ გაიმართება. მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე
სამზადისი დღეს დილიდან დაიწყო
, რის გამოც ტერიტორიაზე მანქანით
გადაადგილება შეზღუდულია.
ავტომობილებს სიარული შემოვლითი გზებით მოუწევთ. შემოვლითი გზა
სპორტულ ცენტრ „ატა ჰოლდინგის“ ჩასახვევიდან იწყება და ავტომობიებს
რუსთაველის ქუჩაზე დაბრუნება N4 ბაგა-ბაღის გავლით მოუწევთ.
მარნეულში ქუჩების ამღნიშვნელი ნიშნები დაყენებული არაა ამიტომ,
თუ არ იცით სადაა „ატა ჰოლდინგი“ ან მე-4 ბაგა-ბაღი, მოგიწევთ,
უბრალოდ მანქანების დინებას გაჰყვეთ და იმედი დაიტოვოთ, რომ
რუსთაველის ქუჩაზე კვლავ აღმოჩნებით.
გზა ხვალ, 3 ნოებმერს საღამოს 8 საათიდან გაიხსნება.
რადიო „მარნეული“