ხის ფიცრებით შეკეთებული მუნიციპალური ავტობუსი
10:54 / 05.11.2018
ჩავარდნილი იატაკის დასაფარად
დაგებული ხის ფილები ვინმეს სახლში რომ დაგხვდეთ სავარაუდოდ არ
გაგიგკვირდებათ, მაგრამ
გაგიკვირდებათ თუ ასეთ სურათს
მუნიციპალურ ტრანსპორტში ნახავთ.
მაკა მენთეშაშვილი წერეთლიდან თაქალოში ყოველდღე დადის. ის თაქალოს
სკოლის ქართული ენის მასწავლებელია. მაკა სოციალური ქსელით ავრცელებს
სურათებს, სადაც მარნეული-წითელი ხიდის სამარშუტო ხაზის ავტობუსია
გამოსახული.
მაკა მენთეშაშვილი ფეისბუქ გვერდზე
იმასაც აღნიშნავს, რომ მარნეული-წითელი ხიდის ავტობუსი ზოგ
შემთხვევაში საერთოდ არ დადის.
აღსანიშნავია, რომ წითელ ხიდზე საქართველოსა და აზერბაიჯანის
სასაზღვრო გამშვები პუნქტი მდებარეობს. ბიუჯეტურ ტურისტებს კი, ხშირ
შემთხვევაში, სწორედ იატაკზე ფიცარგაკრული ავტობუსით მოუწევთ მარნულში
ჩამოსვლა.
ფიცრებთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტი რკინის ნაჭრებითაც არის
"დაკერილი".
რადიო "მარნეული