20 წლის სპორტსმენს ქართული ენა სპორტზე სიარულმა შეასწავლა

20 წლის ჟორა სერობიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის წითელ სოფელის მკვიდრია. ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. მისი სპორტული აღნაგობით ადვილად მიხვდებით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით აქტიურად არის დაკავებული. ჟორა არა ერთი ჯილდოს მფლობელია. საყვარელი სპორტის სახებოა მისთვის კრივია, რის გამოც საკუთარ კარიერაზე და სხვადასხვა შეჯიბრზე გასვლისთვის უარი ტრენერობის გამო თქვა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სოფელში კვირაში რამდენჯერმე ჩადის და სოფლის ბავშვებს ავარჯიშებს.

ბავშვობიდან სოფელში ყოფილ კინოკლუბის შენობაში პირობების გარეშე ვარჯიშობდა. დღეს პატარა ბავშვებს წვრთნის. ოთახი ცივი და გაურემონტებელია, კედლებიც გაბზარულია. შუა დარბაზში სამი სავარჯიშო ტომარაა ჩამოკიდებული. ფანჯარაში გამოჭრილი თუნუკი აქვს მიმაგრებული, ცუდ ამინდში ღუმელით რომ გაათბოს დარბაზი. ამბობს , რომ ადრე მეტად რთულ პირობებში იყო, ახლა შედარებით უკეთესი სიტუაცია აქვს, რისთვისაც მარნეულის სპორტულ სკოლას მადლობას უხდის.

ეთნიკურ უმცირესობებთან სასაუბრო ენა ყოველსთვის რუსული ითველობა, თუმცა დღეს ეს პრაქტიკა ნელ ნელა წარსულს ბარდება. ასეა ჟორაც, ქართულს კარგად ფლობს, თუმცა ამის დამსახურება სპორტია. სომხურენოვან სივრციდან გასულმა წვრთნებზე და შეჯიბრებებზე ბევრი ქართულენოვანი მეგობარი შეიძინა და სახელმწიფო ენის ცოდნა ასე გააუმჯობესა

ამბობს რომ რთულია სოფელში ახლაგაზრდებისთვის გაჩერება. ბევრია საზღვარგარეთ წასული უკეთესი ცხოვრების საძიებლად. თუმცა ის ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება და საკუთარი სოფლის ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითია. ზუსტად საკუთარი მაგალითით სურს, რომ შეაყვაროს პატარა ბავსვებს სპორტი, დაანახოს პერსპექტივა და ადგილზე საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობაში საკუთარი წვრილი შეიტანოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები