პატიმრობიდან გათავისუფლებული აბაზოვი პირველ კომენტარს აკეთებს
“მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ვინაიდან, ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ მას ჩემი ოჯახის გინებით და შეურაცხყოფით ნაციონალურ მოძრაობაში გადასვლა უნდოდა. რეალურად ეს ადამიანი იყო ოცნების წარმომადგენელი “ განაცხადა მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას
თემურ აბაზოვის თქმით, მას ბრალი დასდეს და აპირებს სასამართლოში საჩივრის შეტანას ცილისწამების მუხლით, რადგან ამ პერიოდში მისი თქმით, საკუთარი ოჯახი „წარმოუდგენლად შეურაცხყოფილი“ იყო.


შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმობიდან, დღეს 13 დეკემბერს გაათავისუფლეს.
რადიო მარნეულს ინფორმაცია აბაზოვის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ ადოკატმა, გაგი მოსიაშვილმაც დაუდასტურა და თქვა რომ "აბაზოვის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობდა და გათავისუფლდა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ფორმატში, სასამართლო გადაწყვეტილებით."

აბაზოვის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დათო გუსეინოვმაც გაავრცელა.

დაახლოებით 7 თვის განმავლობაში თემურ აბაზოვი პატიმრობაში იმყოფებოდა.


მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო ხოლო ამავე საქმეზე, ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით .
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები