ხელმძღვანელობის თქმით, მარნეულის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ტექნიკური დათვალიერება წარმატებით გაიარა
ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა.

მარნეულში ტექდათვალიერების ორი ცენტრი ფუნქციონირებს ( ჯანდარის დსახლებასა და თამარისში მიმავალ გზაზე). რადიო მარნეული ერთ-ერთ ცენტრს ესტუმრა. ვერ ვიტყვით, რომ მანქანების დიდი რიგი იდგა. ჩვენი მისვლის დროს მოხოლოდ ერთი მოქალაქის ავტომობილი გადიოდა ტექდათვლიერებას, მცირე ხარვეზის გამო ვერ გაიარა ინსპექტირება, თუმცა მალვე შეაკეთა და უკან კიდევ ერთ ცდაზე დაბრუნდა.

მარნეულის ტექნიკური დათვალიერების სერვის ცენტრის ხარისხის მენეჯერი, გოგოა გოგატიშვილი ამბობს, რომ 1 იანვრიდან მოსახლეობის რიცხვმა იმატა. დღეში დაახლოებით 25 ავტომობილი მიჰყავთ. აქედან საშუალოდ 5 ვერ გადის ტექნიკურ დათვალიერებას - უმეტეს შემთხვევაში, მუხუჭების გაუმაართაობის ან გამონაბოლქვის გამო. გოგატიშვილი გვიყვებ თუ რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მანქანამ სპეციალური საბუთის მისანიჭებლად.

მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიძელება ითქვას, რომ საკმაოდ მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. მოსახლეობის გადაყვანას სოფლებში და ქალაქ მარნეულში ორი სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს. შპს ავტოპარკი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და კერძო კომპანია შპს „ექსპრეს ტურისტი“. ორივე

კომპანიის დირექტორი გვიდასტურებს, რომ მათმა ავტომობილებმა ტექნიკური დათვალიერება უკვე გაიარეს - თან წარმატებით.
საზოგადოებრიი ტრანსპორტის დირექტორებისგან განსხვავებით სულ სხვა აზრზეა მარნეულელი მოსახლეობა. ტრანსპორტის გაუმართაობის არაერთ შემთხვევას იხსენებენ. როგორიცაა იატაკის ჩავარდნა, კარების გაფუჭება, სკამის არარსებობა. ეჭვი ეპარებათ, რომ ტრანსპორტით, რომლითაც თითქმის ყოველდღე სარგებლობენ ტექნიკურად გამართულია.





ტექნიკურ გაუმართაობას მგზავრთა უფლებების დარღვევაც ემატება. სკამზე მჯდომებზე ბევრად მეტი, ფეხზე მდგომი მოსახლეობაა რასაც არასასიამოვნო სუნი, მტვერი, და ჩახუთულობა ემატება

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, რომლიც საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს. მანქანების პერიოდული დათვალიერება საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. ტექდათვალიერების საბოლოო ვადა ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვის და თვის შესაბამისად განისაზღვრება.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი. სტარისტიკური მონაცემების მიხედვით საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 8 იანვრამდე ტქნიკური დათვალიერება სულ 138 503 ავტო სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აქედან 95 580 გამართულია, ხოლო 39 304 დახარვეზებული. აღსანიშნავი, რომ ავტომობილების მძღოლებს შეუძლიათ საკუთარუ მანქანები განმეორებით ინსპექტირებაზე გაატარონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები