მარნეულის საბავშვო ბაღებში არდადაგები 28 იანვრამდე გადაიდო
13:11 / 10.01.2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში
არდადაგები 28 იანვრამდე გაგრძელდება.
ამის
შესახებ გადაწყვეტილება ბაგა ბაღების გაერთიანებამ სააღმზრდელო
დაწესებულებაში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის
გამო მიიღო.
"ეს რიცხვი შეიძლება კიდევ შეიცვლოს და
მეტად გადაიდოს სწავლის დაწყება. შევხედავთ რა სიტუაცია
იქნება" - ამბობს მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ
ქარამოვი
გრიპის ვირუსუსის გამო სწავლა სხვა მუნიციპალიტეტებშიც გადაიდო, თუმცა
სასწავლო პროცესის განახლების თარიღი სხვადასხვაა.
რადიო "მარნეული"