მერიისგან განსხვავებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ „სოფლის კრებების“ ჩატარება სკოლებში არასასწავლო საათებში უნდა მოხდეს




„სოფლის კრებების“ გამო სასწავლო პროცესი შესაძლოა კიდევ 20 სკოლაში ჩაიშალოს.თუ გადავხედავთ კრებების გასამართ სიას, უმეტეს შემთხვევაში შეხვედრის ადგილად საჯარო სკოლებია შერჩეული. 22 იანვრის შეკრებას თუ გავიხსნებთ, რომელიც სოფელ ნორგიულში გაიმართა, იქ მოსახლეობის შეგროვება ძირითადად ნორგიულის საჯარო სკოლის პედაგოგების და მოსწავლეების ხარჯზე შედგა. ნორგიულის სასწავლო დაწესებულება სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის შემადგენლობაში შედის, თუმცა სომხურენოვანი სექტორისთვის ცალკე შენობა დგას. დირქტორმა მარინა მაჭარაშვილმა შეხვედრის გამართვის შესახებ არაფერი იცოდა და გაკვირვებაც ვერ დამალა. შეხვედრა 13:00 შედგა სკოლის ეზოში ხოლო საგაკვეთილო პროცესი წესით, როგორც მაჭარაშვილი ამბობს 14:30 საათზე უნდა დასრულებულიყო.

„ჩემს გარეშე ვის აქვს უფლება, რომ სკოლის შენობაშ შედის? მე არავინ შემთანხმებია. რას ქვია დირექტორის თანხმობის გარეშე რამე შეხვედრა იმართებ. არავის აქვს უფლება სკოლის ტერიტორიაზე შევიდეს, მით უმეტეს, როდესაც სასწავლო პროცესია.“ ამბობს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, უახლოეს პერიოდში სასწალო პროცესის ჩაშლა შესაძლოა 20 საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხდეს. ამ სკოლების ჩამონათვალში მოლაოღლის ხულდარას, მეორე ქესალოს, ალგეთის, ბურმას, ბაილარის, ლეჟბადინის, არაფლოს, შუალვერის, ქვემო სარალის, იმირის, ალავერის, ბაითალოს, ულაშლოს, წითელი სოფლის, დაშტაფას, ზემო ყულარის, ხოჯორნის და გიულბახის საჯარო სკოლები შედიან. დრო კი ისეა განაწილებული, რომ სასწავლო დაწესებულებაში მაქსიმუმ ორი ან ოთხი გაკვეთილი იქნება ჩატარებული. ამის შესახებ ინფორმაციას კი მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი პირველად ჩვენგან იგებს.

„არა, არა, რა თქმა უნდა, მსგავი ფაქტი არ ყოფილა, არ ვართ ინფორმირებულები არც ჩვენ და შესაბამისად არც დირექტორები“ - ამბობს ქენან ომაროვი

რატომ არ გააფრთხილა მერიამ შესაბამისი უწყებები და რა გარანტია აქვთ იმისა, რომ სასწავლო პროცესი სკოლეში არ ჩაიშლება ამის პასუხად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ამტკიცებს, რომ სკოლაში საგაკვეთილო პროცესი არც 22 იანვარს, ნორგიულის საჯარო სკოლაში ჩაშლილა. მისი ინფოორმაციით კი კომუნიკაცია მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს რესურს-ცენტრის დირექტორთან ქენან ომაროვთან ჰქონდა.
ჩვენ ომაროვს კვლავ დავურეკეთ და ვკითხეთ ნამდვილად ესაუბრა თუ არა ის ვინმეს სკოლაში გასამართ შეხვედრებთან დაკავშირებით. ომაროვმა კი ამ ფაქტს სიცრუე უწოდა და თქვა, რომ მას სკოლებში შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებით არავინ გასაუბრებია.
ჩვენ ხელმეორედ მარინა მაჭარაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც გუშინდელთან შედარებით ლაპარაკის ტონი და რიტორიკა შეცვალა და თავი ვალდებულად არ ჩათვალა ჟურნალისტის კითხვაზე ეპასუხა.

რადიო მარნეული არსებული ვითარების შესახებ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ მაერიასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან უკვე დამტკიცებული შეხვედრების განრიგს 24 იანვრიდან შეცვლიან და იმ სოფლებში, სადაც შეხვედრა მხოლოდ სკოლაშია შესაძლებელი, სოფლის კრებები სასწავლო პროცესის შემდგომ გაიმართება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები