კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა
დღეს, 28 იანვარს, მარნეულში მდებარე ნარიმან ნარიმანოვის ბიუსტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.


აქციის გამართვის მიზეზი გახდა ის, რომ მოქალაქეთა ერთ ჯგუფს კულტურის სახლისთვის ნარიმანოვის, ხოლო მეორეს მიმდებარე სკვერისათვის კოსტავას სახელის მინიჭება სურს. ორივე ჯგუფმა საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობას განცხადებით მიმართეს.
აქციაში მონაწილე მარნეულის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ისრაფილ ბაირამოვმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მერიაში მიწერილი წერილები არქივიდან სადღაც ქრება.

2003 წლის 8 მაისს, 2000 კაციანი მარნეულის მაცხოვრებლების თხოვნით და განცხადებით სესია მოვაწყვეთ, სადაც
მარნეულის კულტურის სახლს ნარიმან ნარიმანოვის სახელი მიენიჭა. იმიტომ რომ მაშინ გადაწყვეტილების ზემო ორგანოებისთვის გაცნობა არ იყო საჭირო. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენიაში შედიოდა. იმისთვის რომ გადაწყვეტილება უფრო სერიოზული იყოს, გამგეობას მივწერეთ წერილი და ვთხოვეთ, რომ თუ არის საჭიროება მათაც დაადასტურონ სახელის მინიჭება. წერილზე პასუხი არ მოვიდა. ის წერილი ერთი წლის შემდეგ მოვძებნეთ და რეგისტრაციის წიგნაკზე ვერ ვიპოვეთ. ვერც გადაწყვეტილების შეცვლისთვის შეგროვებული ხელმოწერები ვიპოვეთ. ასე ვთქვათ, წერილები გააქრეს. 2006 წელს ისევ მივწერეთ წერილი და მიუხედავად იმისა , რომ 15 წელი გავიდა დღემდე არ მოსულა წერილზე პასუხი. არსებობს ასეთი კანონი, თუ ჩვენს წერილზე ადგილობრივი თვითმმართველობა ერთი თვის მანძილზ პასუხს არ მოგწერს, გადაწყვეტილება ავტომატურად ძალაში შედის. ესეიგი, კულტურის სახლს ნარიმან ნარიანოვის სახელი მიენიჭა. ეს სახელი შენარჩუებულია, იქ დაფაზეც არის, წერია. ეს არ მოიმიზეზონ. მოდით, ჩვენც ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ძეგლი დავდგათ. რატომ ვერ ვდგამთ იცით? იმიტომ, რომ აქ დასამალი არაფერია. იქ (ახალქალაქში) საკრებულოს თავმჯდომარეც სომეხია, მერიც სომეხია, ყველა განყოფილების თავმჯდომარეც სომეხია, ყველა კომისსის, კომიტეტების უფროსები სომხები არიან. აქ ერთი აზერბაიჯენლი მოადგილეც არაა. მესამე მოადგილეც არა აზერბაიჯანელი. კულტურის სახლში 30 კაცი მუშაობს და ერთი კაციც არ არის აზერბაიჯანელი. არც „თარი“, არც „საზი“ (მუსიკალური ინსტრუმენტები) და არც ენის ფოლკლორი გვაქვს. 17 აზერბაიჯენაელი დეპუტატი გვყავს ეს მათ უნდა გადაწყვიტონ, დღეს ეს საკითხი იმათმა უნდა გაააქტიურონ. ჩვენ ჩვენი გმირები, ჩვენი წარსული უნდა დავიცვათ. ეროვნული ღირებულებები, ჩვენი კულტურა უნდა შევუნარჩუნოთ. ეს საკითხი ვინ წამოიწყო, რომ სახელი უნდა შეიცალოს და ძეგლი სხვაგან უნდა გადაიტანონ მაგ პიროვნების ბაბუა 50 წელია, არა, არც 50 წელია, რაც აქ ჩამოვიდა, მაგრამ ჩვენ აქ 2000 წლიანი ისტორია გვაქვს. მან რა იცის ნარიმანოვი ვინ იყო“ - ამბობს ისრაფილ ბაირამოვი
.

დღევანდელ აქციაზე ახალგაზრდები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წევრები და მარნეულის მოქალაქეები იღებდნენ მონაწილეობას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებიდან აქციაზე არავის მიუღია მონაწილეობა.

Print