საკრებულოს თავმჯდომარე ნარიმანოვის ძეგლის შესაძლო დემონტაჟის საკითხს ეხმაურება
„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი, რაც სიმართლეს არ შეესაბამა.“

ეს განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 8 თებერვალს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ამირან გიორგაძემ აღნიშნა, რომ ძეგლის გადატანაზე საუბარი არც საკრებულოში და არც მერიაში ყოფილა.

„თითოეულ თქვენგანს, დეპუტატებს, მოგიწოდებთ, რომ თქვენს ტერიტორიულ ერთეულში თუ ამ თემაზე ლაპარაკი იქნება, მიაწოდეთ სწორი ინფორმაცია მოსახლეობას და ძალიან გთხოვთ, ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ“, - ამბობს ამირან გიორგაძე.

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას. ძეგლის შესაძლო გადატანაზე საუბარი რადენიმე კვირის წინ  გავრცელდა. მოქალაქეთა ერთ ჯგუფს კულტურის სახლისთვის ნარიმანოვის, ხოლო მეორეს მიმდებარე სკვერისათვის კოსტავას სახელის მინიჭება სურდა.

ნარიმან ნარიმანოვი აზერბაიჯანელი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე იყო. საბჭოთა აზერბაიჯანის სახალხო კომისარების საბჭოს პირველი თავმჯდომარე.

ამავე თემაზე:

მოქალაქეთა ერთ ჯგუფს კულტურის სახლისთვის ნარიმანოვის, ხოლო მეორეს მიმდებარე სკვერისათვის კოსტავას სახელის მინიჭება სურს

Print