მარნეულში 5 მგელს და 10 ტურას ამოიღებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტში 5 მგელს და 10 ტურას ამოიღებენ. (მოკვლა) ამის შესახებ ინფორმაცია, 8 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა როგორც მერიაში განმარტავენ, დამია გეურარხის და დიოკნისის მოსახლეობამ ტურების და მგლების შემოსევასთან დაკავშირებით მერიას დასახმარებლად მიმართა.

როგორც ჩვენთან საუბარში დიოკნისის რწმუნებული მირზა ჟორჟოლიანი ამბობს, სოფელში ტურების პრობლემა ნამდვილად დგას.

„მოსახლეობა ჩივის, რომ ტურები დასახლებულ პუნქტებში შემოდიან. როგორც ვიცი, დაკბენის ფაქტები არ ყოფილა. ზოგადად ყვეგან არიან ტურები მოდებული. არა მარტო დიოკნისში, არამედ მთელს მუნიციპალიტეტში.“ -ამბობს მირზა ჟორჟოლიანი

დამია გეურარხის რწმუნებული შუქრ აბაზოვიც ადასტურებს მგლების და ტურების მატებას სოფელში.

მგლები ნამდვილად პრობლემაა და ეს ახალი ამბავიც არაა. გასულ წელსაც მსგავსი სიტუაცია იყო. ხუთი მგელი იყო და ერთი მოსახლეობამ თვითნებურად მოკლა. შვიდი რვა თვეა ამაზე ვჩივით. ვისაც აქ სახნავ-სათესი მიწები აქვთ ყველას ეშინია.“ - ამბობს შუქურ აბაზოვი

როგორც ჩვენთან საუბარში მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მარიამ ხაჩიძე ამბობს, მოსახლეობის წერილით მერიამ იშუამდგომლა გერემოს დაცვის სამინისტროსთან.  მათ კი დელეგირებული უფლება მუნიციპალიტეტს მისცეს, რომ აღნიშნულ პრობლემას ადგილორივი თვითმმართველობა გამკლავებოდა. ამოღების ნებართვა 5 მგელსა და 10 ტურაზეა გაცებული. ახლო მომავალში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და მუშაობას დაიწყებს.

როგორც აღვნიშნეთ, მტაცებელი ცხოველების პრობლემა ზოგადად მთელს მუნიციპალიტეტში არსებობს და პრობლემასთან გამკლავებას მერია მხოლოდ მოსახლეობის წერილობით საფუძველზე შეძლებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია