"სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და არ მინდა ვიყო ბრალდებულის სტატუსში "- თემურ აბაზოვი გადადგომაზე
ინფორმაცია თემურ აბაზოვის გადადგომის შესახებ დასტურდება. რადიო "მარნეულს" თემურ აბაზოვმა დაუდასტურა , რომ მისმა ადვოკატებმა საკრებულოში თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს.

"სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და არ მინდა ვიყო ბრალდებულის სტატუსში და გავაგრძელო მუშაობა. ვიფიქრე, რომ ასე აჯობებს." - გვითხრა თემურ აბაზოვმა

საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეს ადვოკატების მიმართვის შესახებ ინფრმაცია არ აქვს. არც მერიის აპარატში ადასტურებენ ადვოკატების მიმართვას.

საკრებულომ მას უფლება მოვალეობა მას შემდეგ შეუჩერა რაც 13 ივნისს პროკურატურამ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადმიანური მოპყრობის ბრალი წაუყენა.
აბაზოვი შვიდი თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დეკემბერში სასამართლომ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სამასართლო პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება.
მსგავსი თემები:

აბაზოვის ადვოკატის თქმით, პროკურატურა მის ბრალს კვლავ ვერ ამტკიცებს

აბაზოვი ციხეში გაზრდილი თმით საკუთარი მოთმინების უნარს ხაზს უსვამს

აბაზოვის პირველი სასამართლო სხდომა გისოსებს გარეთ
„პოლიტიკაში იქნება, თუ სხვა მიმართულებით იქნება, ეს მისი საქმეა“ - რუსლან გაჯიევი აბაზოვის შეხვედრასთან დაკავშირებით


რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
თეგები: აბაზოვი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები