გენდერული საბჭო სარვამარტო საჩუქარს იმ მარტოხელა დედებს გაუკეთებს, ვისაც ნამდვილად უჭირს
მარნეულის გენდერული საბჭო მარტოხელა დედებს სარვამარტო საჩუქარს გაუკეთებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 14 თებერვალს, საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. გენდერული საბჭოს მდივანი ია ესებუა ამბობს, რომ სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულში  31 მარტოხელა დედაა, ვინც დახმარებას იღებს, თუმცა ყველა მათგანს თანხის სიმცირის გამო გენდერული საბჭო ვერ დაასაჩუქრებს.   

„ჩვენ სოციალური სააგენტოდან ის მარტოხელა დედები ამოვიღეთ, რომლებიც არიან გარკვეული ქულის ქვემოთ და სარგებლობენ ჩვენი სოციალური პროგრამით. სამწუხაროდ, შესაძლოა, სხვა მარტოხელა დედაც არსებობდეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თუმცა ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს“ - ამბობს ესებუა

საბჭო უახლოეს მომავალში პირადად გეგმავს ოჯახებში სტუმრობას და ვარაუდობენ, რომ იმ დედებს დაეხმარებიან, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. სარვამარტო საჩუქარი 100 ლარის ოდენობით განისაზღრება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები