მარნეული-ბოლნისის გზაზე, ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა (ფოტო)
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი
ავტომობილი
ხეს
შეეჯახა.
შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს,
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
რადიო „მარნეული“
სურათი: აზად ქარიმოვი