მერიის საქმიანობის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ახალ თანამშრომელს არ ევალება
მარნეულის მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე დავით ჭიკაძე დაინიშნა.

რომელიც ამავე განყოფილებაში შედარებით დაბალი რანგის თანამდებობაზე მუშაობდა. ჭიკაძემ ყოფილი თანამშრომლის, თურაჯ იბრაგიმოვას ადგილი დაიკავა.

თურაჯ იბრაგიმოვა თავისი მუშაობის პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ სიახლეებს აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნიდა და კომენტარების ველში დებდა, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქკ გვედზე აზერბაიჯანულად გადათარგმნილი სიახლებიი და განცხადებები 2 ოქტომბრის შემდეგ არ იძებნება.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ჭიკაიძე იმავე სამუშაოს შესრულებას, რასაც იბრაგიმოვა ასრულებდა, (მათ შორის, სიახლეების აზერბაიჯანულად თარგმნა) მერიაში განმარტავენ, რომ თურაჯის მოვალეობაში თარგმნა ისედაც არ შედიოდა.

როგორც ჩვენთან საუბარში ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მკვლევარი/იურისტი მარიამ გაბრიელაშვილი ამბობს, მუნიციპალიტეტს პოზიტიური ვალდებულია გააჩნია საკუთარი მოსახლეობის მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე გაავრცელოს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენცია. იმ ტერიტორიებზე, სადაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონია და ეთნიკური უმცირესობებით მოსახლეობა მჭიდროდ არის დასახლებული, მერიას ევალება ადამიანებს მიაწოდონ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე.“ - ამბობს მარიამ გაბრიელაშვილი.

იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტი ინფორმაციას სხვა დამატებით ენებზე ვერ ავრცელებს, ვალდებულია დაასაბუთოს თუ რა ფაქტორები უშლის ხელს კონვენციით გათვალისწინებული რეკომენდაციების სრულფასოვნად შესრულებისთვის.

თუ რატომ აღარ ვრცელდება ინფორმაცია უმცირესობების ენაზე და რა კონკრეტული მოვალეობები აკისრია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის, ამ კითხვებზე მერია ტრადიციულად ოფიციალური წერილით მიმართვას ითხოვს, რისთვისაც ლოდინი 10 სამუშაო დღის განმავლობაში მოგვიწევს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები