მარნეულში დისკრიმინაციის საკითხებზე იმსჯელეს
დღეს, 25 თებერვალს, მარნეულში შეხვედრა გამართა დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში თემაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რომლებმაც საკუთარი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. სახალხო დამცველის მხრიდან კი ძირითადი საუბარი შეეხო დისკრიმინაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ კანონმდებლობას. სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთი შუბაშვილი შეხვედრას მნიშვნელოვნად აფასებს.

„ვისაუბრეთ სახალხო დამცველის მანდატზე. ძირითად ტენდენციებზე, რაზეც სახალხო დამცველი მუშაობს და იმ ცნობიერების ამაღლების შესახებ აქტივობების , რომელსაც სახალხო დამცველი ახორციელებს თანასწორობის საკითხებზე ინფორმაციების გავრცელების მიზნით“- ამბობს ქეთი შუბაშვილი

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ზაურ ხალილოვი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია და ხშირად უნდ ტარდებოდეს.

„ბევრი კითხვები ჰქონდათ დამსწრეებს. ჩვენ გვაინტერესებს რას აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, იმისთვის, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ცალცალკე ან ერთობლივად. ჩემი რეკომენდაცია არის ის, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ძალადობის , დისკრიმინაციის შესახებ მოქალაქეებს, რათა მიმართვიანობა იყოს უფრო მეტი და რეაგირებაც ადეკვატური იყოს. ზოგადად არა მხოლოდ რეაგირება, საჭიროა, რომ უწყებები პრევენციაზე ორიენტირებულები იყვნენ. საგანმანათლებლო საქმიანობაც უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ უწყებების, რომ დაიწყონ ამ საკითხებზე მუშაობა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ." - ამბობს ზაურ ხალილოვი.

დღევანდელი შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. მსგავსი სახის შეხვედრა დღეს მარნეულის მერიის თანამშრომლებთანაც იმართება.


Print