გენდერული საბჭო 31 მარტოხელა დედას სარვამარტო საჩუქარს გადასცემს
მარნეულის გენდერული საბჭო სარვამარტო საჩუქარს მხოლოდ იმ მარტოხელა დედებს აღარ გაუკეთებს, ვისაც ნამდვილად უჭირს.

ამის შესახებ ინფორმაცია გენდერული საბჭოს მდივანმა, ია ესებუამ მოგვაწოდა. რამდენიმე კვირის წინ, საბჭოში თანხის სიმცირის გამო  ფიქრობდნენ, რომ 31 დედიდან რამდენიმე შეერჩიათ, ვისაც ნამდვილად უჭირს და სწორედ ისინი დაესაჩუქრებინათ, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს.

„გადავწყვიტეთ აღარ გადავარჩიოთ და ყველა, ვინც ჩვენი ბენეფიციარია, ჩვენი სოციალური პროგრამით ვინც ისარგებლა და გარკვეული ქულის ქვემოთ არის მათი შეფასება,  ყველა ოჯახს გადავცეთ ეს სიმბოლური საჩუქარი. შესაძლოა თანხა უფრო დავწიოთ, რადგან ყველას უნდა გადავცეთ საჩუქარი.“- ამბობს ია ესებუა.

ესებუას თქმით, ახლა ტექნიკური საკითხები დარჩათ მოსაგვარებელი და  იმედოვნებს, რომ სარვამარტოდ საჩურების ყიდვას მოასწრებენ.  მარტოხელა დედებს, სავარაუდოდ, ტკბილეულს,  ტოსტერს  და ელექტრო ჩაიდანს გადასცემენ.

ამავე თემაზე:


გენდერული საბჭო სარვამარტო საჩუქარს იმ მარტოხელა დედებს გაუკეთებს, ვისაც ნამდვილად უჭირს
Print