აზერბაიჯანელების და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრობა, იმ ქვეყნებს შორის კომფლიქტის დროს, საქართველოს წარმატებაა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში ვიზიტისას ეთნიკური უმცირესობების ერთად, მშვიდობიანად, თანაცხოვრებაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, მარნეულში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლების თანაცხოვრება დიდ ღირებულებასა და პოტენციალს წარმოადგენს საქართველოსათვის.

ზურაბიშვილმა ხაზი აზერბაიჯანელი და სომეხი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებას გაუსვა.

„მათი ერთად ყოფნა, ერთად სწავლა, იმ დროს როცა მათი, იმ ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არსებობს კონფლიქტური სიტუაცია ეს არის ძალიან დიდი წარმატება საქართველოსთვის.“ - განაცხაადა სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს 19 მარტს მარნეულს ესტუმრა. პირველი შეხვედრა მან მერიაში გამართა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს მარნეულის ტურისტული პოტენციალი და ის პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით ხორციელდება ან უნდა განხორციელდეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები