მარნეულში C ჰეპატიტის პროგრამა დაფინანსდება
მარნეულში C- ჰეპატიტის პროგრამა დაფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საკრებულოს სხდომაზე, დღეს 19 მარტს გახდა ცნობილი.

საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა, ვუგარ მამედოვმა აღნიშნა, რომ „C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტმა უნდა აიღოს ვალდებულება საკუთარ თავზე და აამოქმედოს 2 წლიანი პროგრამა. ამ წლის ღირებულება 52 000 ლარს შეადგენს 10 000 ლარი უნდა დავუმატოთ მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იჯარას იხდის“- თქვა მამედოვმა

ვუგარ მამედოვმა ისიც აღნიშნა, რომ მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახალ შენობაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადავა. თუმცა როდის ეს გაურკვეველია. დღევანდელი მოცემულობიდან თუ ვიმსჯელებთ, სასწრაფო დახმარების ცენტრის შენობას ჯერჯერობით მხოლოდ შავი კარკასი აქვს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები