ახმედ იმამკულიევი შესაძლოა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გახდეს
ახმედ იმამკულიევმა შესაძლოა მარნეულის მერის კანდიდატად იყაროს კენჭი. როგორც მან ჩვენთან საუბრისას თქვა, პარტია „ევროპულ საქართველოში“, რომლის მერობის კანდიდატიც შესაძლოა იმამკულიევი გახდეს, ამ დრომდე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„გუნდში მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით საუბრები. ჩვენ ველოდებით, აპრილის პირველი რიცხვებისათვის უკვე იქნება ზუსტი ინფორმაცია თუ ვინ იქნებაა ჩვენგან მერობის კანდიდატი“ -ამბობს ახმედ იმამკულიევი

ახმედ იმამკულიევი ამ დროისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია „ევრპული საქართველოს“ დეპუტატია. ის მერად გახდომისათვის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრიდა კენჭს, მაგრამ გამარჯვება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, კანდიდატმა თემურ აბაზოვმა მოიპოვა.

თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა 7 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ დატოვა. პროკურატურა მას ბრალს მარნეულელი მოქალაქის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში სდებს.

აბაზოვმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება 12 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიტანა, რომელიც საკრებულომ ცნობის სახით მიიღო.

მერის არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება, ვინაიდან აბაზოვმა თანამდებობა 15 თებერვლამდე დატოვა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები უახლოეს მაისში ჩატარდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბაზოვი განცხადებას 15 თებერვლის შემდეგ დაწერდა, არჩევნები ოქტომბერში გაიმართებოდა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები