ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულელებს განსაკუთრებულად მოეფერა
დღეს, 13 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი ოფიციალურად წარადგინა. სადაც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში,  ქეთევან ციხელაშვილი და ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილმა მარნეულელების მიმართ განსაკუთრებული სითბო გამოხატა და გვერდში დგომას დაჰპირდა.

„მივესალმები მარნეულს, ჩვენს ძვირფას ხალხს. მე მინდა დაგიდასტუროთ ყველას ჩემი პატივისცემა პირადად, ჩვენი პარტიის პატივისცემა და გვერდში დგომა, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ. ჩვენი მთავარი სიძლიერე ეს არის ჩვენი ერთობა. საქართველო არის გამორჩეული თავისი მრავალფეროვნებით, მრავალეთნიკურობით და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე. მე მინდა ამ რეგიონს მოვეფერო განსაკუთრებით და ამ ხალხს, მარნეულელ ხალხს მოვეფერო განსაკუთრებით. საყოველთაოდ არის ცნობილი და დადასტურებული ფაქტი, რომ ამ მხარეში, განსაკუთრებულად მშრომელი ხალხი ცხოვრობს. მე მჯერა, რომ ის პროგრამები და პროექტები რაც ჩვენს მთავრობას დაგეგმილი აქვს განსაკუთრებით გააძლიერებს ამ მხარის მოსახლეობას. „ - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.


Print