მარნეულში 9 სამამულო ომის ვეტერანს 250 ლარი ფულადი დახმარება გადასცეს
დღეს, მარნეულში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სამამულო ომში მონაწილე ვეტერანებს დღევანდელი დღე პირადად მიულოცეს, სასაჩუქრე კალათა და 250 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება გადასცეს. მარნეულის მასშტაბით სულ 9 სამამულო ომის ვეტერანია.

სადახლოში, კაჩაგანში შაუმიანა და ქვემო სარალში სამამულო ომში გარდაცვლილთა მემორიალები ყვავილების გვირგვინებით შეამკეს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი საქართველოში ოფიციალურად 1946 წლიდან აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ერთჯერადად გასცემს ფულად დახმარებას 600 ლარის ოდენობით საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის. ასევე, ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრისთვის – 300 ლარს.

Print