99 წლის მარნეულელი ვეტერანი - "ომს სარგებელი არავისთვის მოუტანია!"
მამედ პირიევი 1920 წელს დაიბადა, ის ერთ-ერთია იმ 9 ვეტერანშ შორის, ვისაც დღესდღეობით 74 წლის წინანდელი ამბის გახსენება შეუძლია. 99 წლის პირიევი ეზოში ამაყად დაგვხვდა. შავ კოსტუმზე ბევრი ფერადი მედალი აქვს მიმაგრებული, ასაკის მიუხედავად კი ახალგაზრდულად გამოიყურება.



დღეს მისთვის განსაკუთრებული დღეა. 21 წლის იყო, როდესაც საბრძოლველად წავიდა. ამ დღეს პირიევი ემოციების გარეშე ვერ იხსენებს.

„მე კავკასსიდან უნგრეთამდე ვიბრძოლე. გამნაღმელების ბატალიონში ვყავი. ერთხელ, დღისით დავნაღმეთ დნეპროპეტროვსკი, გერმანელები დაესხნენ თავს, ჩვენ უკან დავიხიეთ. ტანკები შემოვიდნენ და ორი ტანკი აფეთქდა, დანარჩენი კი დაბრუნდნენ უკან. ჩვენი ბატალიონის მეთაური გვარად ჩინჩალაძე იყო. მახსოვს, საღამოს მოვიდა და მოგვილოცა.“ - თქვა პირიევმა



99 წლის ვეტერანისთვის მთავარი და ყველაზე დიდი სურვილი ქვეყნის მშვიდობა და კეთილდღეობაა.

„მშვიდობა მინდა გისურვოთ. ყველა ადამიანს მშვიდობით და კეთილდღეობაში ეცხოვროს. არა ომს! ომს სარგებელი არავისთვის მოუტანია!“ - გვითხრა პირიევმა

ამჟამად მარნეულის მაშტაბით სულ 9 სამამულო ომის ვეტერანია. გასულ წელს 3 ვეტერანი დავკარგეთ.



ამავე თემაზე:

მარნეულში 9 სამამულო ომის ვეტერანს 250 ლარი ფულადი დახმარება გადასცეს



Print