მარნეულში 112 ახალი სანაგვე კონტეინერის განაწილება ეტაპობრივად მოხდება
მარნეულში სანაგვე ურნების განაწილება დაიწყო. ამ ეტაპისთვის როგორც შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე ამბობს, დაახლოებით 75-მდე ურნა დარიგდა.  

„რაც ზუსტად მახსოვს, გავანაწილეთ ალგეთში, ქუთლიარში, შულავერში, სადახლოში, დამია-გეურარხში, კაჩაგანში, თვითონ ქალაქშიდაც დავდგით ურნები“ - გვითხრა ლერი მუმლაძემ.

მუმლაძის თქმით, სულ 112 ახალი ურნა აქვთ, რომელიც მერიამ ტენდერის ფარგლებში შეიძინა და მისი სოფლებში განაწილება ეტაპობრივად მოხდება.

„ჯერჯერობით, ესენი დავდგით, რაც აწყობილი იყო. ახლა ეტაპობრივად ააწყობენ და კიდევ გავანაწილებთ სოფლებში“ - თქვა მუმლაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტმა 112 ურნის შესაძენად 84 660 ლარიანი ტენდერი გასულ თვეში გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა მიიღო. გამარჯვებულად კი „შპს გლობალ“ დასახელდა, რომელმაც მერიას 84 560 ლარი შესთავაზა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები