სიახლე
პირდაპირი წესით არჩეული მანეულის სამი მერი
ზაურ დარგალი პირდაპირი წესით არჩეული მესამე მერია. თუმცა, აქამდე მარნეულს არ ჰყოლია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ადგილობრივი ხელმძღვანელი.
ზაურ დარგალი მარნეულელია. ის 30 წლის არის, ინგლისური ენის სპეციალისტია, ჰყავს ცოლი და ორი შვილი. 2013 წლიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრია. პოლიტიკური კარიერა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელობით დაიწყო.

შემდეგი საფეხური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ქვემო ქართლის წარმომადგენლობა იყო. ის ქვემო ქართლში გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა, ვიდრე წინასაარჩევნო მარათონში ჩაერთვებოდა.

წინასაარჩევნოდ იყო ბევრი დაპირება, მათ შორის არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან წვდომისა და მერიის საქმიანობაში ჩართვის მიზნით, მარნეულის მერიაში სპეციალური სამსახურის შექმნა, საბავშო ბაღებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა, სოფლებში შიდა გზების, გარე განათებისა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და ბევრი სხვა.



ასეთივე დაპირებებით მოდიოდნენ სხვებიც. მერაბ თოფჩიშვილსა და თემურ აბაზოვსაც პარტია უმაგრებდა ზურგს. გადავწყვიტეთ, მათი მერობის პერიოდი, მათი მიღწევები და ჩავარდნები გაგვეხსენებინა.

მერაბ თოფჩიშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის გამგებელი გახდა. სხვათა შორის, მისი კანდიდატურა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ წარდგენიდან რამდენიმე დღეში მოხნა, მერე კი უკანვე დააბრუნა.



თოფჩიშვილის სახელს მუნიციპალიტეტში ორი მნიშვნელოვანი პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“ და „One Caucasus” უკავშიდება.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოსახლეობას შეეძლო საკუთარ სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაეჭრა. ხოლო, „One Caucasus“-ის ფესტივალი მარნეულში, სოფელ წერაქვში, ოთხი წლის განმავლობაში იმართებოდა.

ყოველწლიურად იქ ადგილობრივი და უცხოელი მოხალისეები ერთგვარ საფესტივალო ქალაქს აშენებდნენ, რათა მარნეულელებსა და სამხრეთ კავკასიელ ხალხს დროს გასატარებლად ადგილი ჰქონოდა. წერაქვში ახალგაზრდები უსმენდნენ მუსიკას, ისვენებდნენ და ეცნობოდნენ მეზობლების კულტურას. ამჟამად მარნეულში ამ პროექტთაგან არცერთი აღარ ხორციელდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას თოფჩიშვილი 3 წლის განმავლობაში იკავებდა.


2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გახდა.



მაშინაც „ქართულ ოცნებას“ სხვა კანდიდატურა ჰყავდა, - მარნეულის საკრებულოს დღევანდელი თავმჯდომრე ამირან გიორგაძე. მოულოდნელად ის თემურ აბაზოვის კანდიდატურით ჩაანაცვლეს, თან ისე, რომ გიორგაძემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ცვლილების ამბავი მან რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებისგან შეიტყო. მისი კანდიდატურის მოხსნას თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციები მოჰყვა.


პირდაპირი წესით არჩეული მარნეულის მეორე მერი თემურ აბაზოვი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. ის აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშეს თანამდებობას იკავებდა. აბაზოვმა ერთთვიანი წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად, ცეესკოს მონაცემებით, ხმების 71% მიიღო.

მის პირველ სამუშაო დღეს და გასვლას სოფელ კაჩაგანში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. შეხვედრა მხოლოდ კაცებთან გაიმართა. მერმა მიიჩნია, რომ ქალები „ამ დროს ქმრებს კვებას უმზადებდნენ“. ამ ფრაზამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. მაშინდელმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა კი განცხადებას სექსისტური უწოდა.



თემურ აბაზოვის სახელს მარნეულში გარე ვაჭრობასთან ბრძოლა უკავშირდება. მან ალტერნატიული გზების საძიებლად გარემოვაჭრეებს დრო მისცა, თუმცა სხვა გზების პოვნის შესაძლებლობა უკვე მას აღარ მიეცა.

სისხლის სამართლის საქმე მარნეულის მერის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. 6 სექტემბერს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებას 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები დაემატა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელებას გულისხმობს. მისი დაკავების შემდეგ გარევაჭრობის თემა მერიაში აღარ განხილულა.

იმისთვის, რომ მოსახლეობასთან უფრო ახლოს ყოფილიყო, აბაზოვი საკუთარი მანქანით მარნეულში ცენტრალურ მოედნამდე ჩამოდიოდა და შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობდა.



მას ჰქონდა სურვილი, მარნეულის მერიის თანამშრომლებს უნიფორმა სცმოდათ, რათა მოსახლეობას მათში საჯარო მოხელე ადვილად ამოეცნო და დაკონტაქტებოდა.

მარნეულის მესამე მერს დრო ცოტა აქვს, დაახლოებით ორწელიწადნახევარი, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. მარნეულელებს კი ბევრი საჭიროება და მაღალი მოლოდინი აქვთ. ზაურ დარგალი მერის მოვალეობის შესრულებას ცესკოს საბოლოო პასუხების გამოცხადების შემდეგ შეუდგება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოსთვის ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა,
ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს
უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა
განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო
და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებაში მონაწილეობს.
საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია.
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია.
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“
საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ისაუბრეს.
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“ საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული
პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6
მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6 მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ
სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ
წასვლის უფლება არ მისცეს.
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ წასვლის უფლება არ მისცეს.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო
კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
17
ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში
ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018
წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო
გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება.