ბოლო ზარი ქუთლიარის საჯარო სკოლაში
დღეს, 22 მაისს, სოფელ ქუთლიარის საჯარო სკოლაში 12 კლასლებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. საკონცერტო ღონისძიებაში მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუმრები და სოფლის მაცხოვრებლები იღებდნენ მონაწილეობას.

ქუთლიარის სკოლაში წელს სკოლა 4 ბიჭმა და 4 გოგომ დაამთავრა. მოსწავლეებს სიხარული და სევდა ერთდროულად ეტყობოდათ.

სიხარულის მიზეზი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა იყო სევდის კი მეგობრებთან, მასწავლებლლებთან განშორება.

კურსდამთავრებულების მთავარი ოცნება უმაღლესში ჩაბარებაა. ბოლო ზარზე ყველაზე დამახსოვრებელი მოსწავლეების ცეკვა იყო. ახლად დანიშნულმა დირექტორმა გულბაიაზ ბელეგოზოვამ 12 ლასელებს ეს დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.


რადიო "მარნეული"

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print